• Geo
  • Eng
13.02.2024
გოჩა გავაშელი – 77

ჩვენი გუნდის ვეტერანი შემტევი, სპორტის ოსტატი – გოჩა გავაშელი 1947 წელს გაგრაში დაიბადა. დინამოს რიგებში 1967 წლიდან 1976 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 183 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. არის 1976 წლის სსრკ–ს ბროლის თასის მფლობელი და 1968 წლის ჩემპიონატის ბომბარდირი 22 გატანილი გოლით. 1968 წელს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაუტანა და ილია დათუნაშვილის რეკორდი გაიმეორა. გოჩა გავაშელი 1997 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024