• Geo
  • Eng
12.02.2024
დინამომ ორი ფეხბურთელი დაიმატა

დინამო თბილისთან ერთად თურქულ შეკრებაზე სინჯებზე მყოფმა ორმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა - ჯოშუა აკპუჯემ და სანდეი ჰარუნამ დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს.

 

25 წლის ცენტრალური მცველი ჯოშუა აკპუჯე სამშობლოში მფმ-ის აღზრდილია, 2020 წლიდან კი ლატვიური დაუგავპილსის, ლიეტუვური პანევეჟისის და ჩეხური იაბლონეცის ღირსებას იცავდა. მცველთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. აკპუჯემ თურქულ შეკრებაზე დინამოსთან ერთად სამივე ტესტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

18 წლის მარცხენა მცველი სანდეი ჰარუნა ნიგერიული ჯიბიეს აკადემიის აღზრდილია, შარშან კი სლოვაკურ ტრენჩინის ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. მასთან დედაქალაქურმა გუნდმა კონტრაქტი 2+2 სისტემით გააფორმა. ჰარუნამ თანამემამულის მსგავსად შეკრებაზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024