• Geo
  • Eng
10.02.2024
დავით სხირტლაძე იჯარით ქოჯაელისფორში

დინამო თბილისის კაპიტანი დავით სხირტლაძე იჯარის წესით კარიერას თურქულ ქოჯაელისპორში გააგრძელებს. ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 6 თვიან პერიოდს მოიცავს.

 

ქოჯაელისპორი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში მესამე პოზიციაზეა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024