• Geo
  • Eng
08.02.2024
დინამომ ვალმიერას 2-0 მოუგო

დღეს თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მესამე ტესტ მატჩი ჩაატარეს, რომელშიც ლატვიურ ვალმიერას დაუპირისპირდნენ.

 

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თბილისელებს სათამაშო უპირატესობა მატჩის სტარტიდან ბოლომდე ხელთ ეპყრათ. თავად შეხვედრის დაწყებამდე კი გუნდებმა წუთიერი დუმილით ვაჟა აზარაშვილისა და ტრაგიკულად დარუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დედაქალაქელებმა თავიდანვე შეუტიეს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიშიც გახსნეს. ტაიმის შუაში ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფორვარდი ვახო სალია გამოირჩა. ცოტახანში ჯესი აკილას შეეძლო დინამოელთა ორი ბურთით წინ გაყვანა, კარგადაც შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა მეკარეს ვეღარ აჯობა. მოედნის ცენტრში დომინიკ საიმონისა და ლევან ოსიყმაშვილის დუეტი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეს სახიფათო შეტევის საშუალებას არ აძლევდა. მეორე ტაიმში დინაოელთა რიგებში ცვილელებიც ვიხილეთ. ერთ მომენტში ვალმიერას მწვავე შეტევაც განხორციელდა, მაგრამ სახიფათო დარტყმა მათე საურიმ კუთხურზე მოიგერია. აღსანიშნავია დავით სხირტლაძის, ჯადული იობაშვილის და ოსკარ სანტისის სახიფათო შეტევები, ამ უკანასკნელმა ძელსაც გაარტყა ბურთი. საბოლოოდ კი გვატემალელის გადაცემით შეხვედრის ბოლოსკენ დავით სხირტლაძემ მეორედ აიღო ლატვიელთა კარი და მატჩიც 2-0 დასრულდა.

 

ანდრეს კარასკოს გუნდი 9 და 10 თებერვალს დაისვენებს, ხოლო 11 თებერვლიდან თურქული შეკრების მეორე ეტაპი დაიწყება. 13 თებერვალს დინამო თბილისი დინამო კიევს შეხვდება.

 

დინამო 2-0 ვალმიერა

 

დინამო: ბერუაშვილი, კალანდაძე, აკპუჯე, მაისურაძე, ლოპესი, ოსიყმაშვილი, რომანოვსკი, საიმონი, ლომთაძე, სალია, აკილა

შეცვლაზე შევიდნენ: საური, ჰარუნა, გოგნაძე, სალუქვაძე, უგრეხელიძე, აფციაური, სიხარულაშვილი, სანტისი, იობაშვილი, სხირტლაძე

 

ვალმიერა: ოლსესი, ბალოდისი, სლიედი, ვეიპში, ტონისევსი, ბირკა, ვარსლავანსი, ვაპნე, გაიე, ნდოი, გაუჩო

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024