• Geo
  • Eng
07.02.2024
დავით კობოური კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

თბილისური კლუბის მცველი დავით კობოური კარიერას უნგრეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში უნგრეთის 20-გზის ჩემპიონი უიპეშტი, მეცხრე ადგილს იკავებს.

 

დავით კობოური დინამოს აღზრდილია და ჩვენი პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. კობომ დინამოს ფორმით ყველა ტურნირზე 200 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 12 საგოლე გადაცემა. ამავე პერიოდში მცველმა საქართველოს ყველას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზა.

 

დავით კობოური დინამო თბილისთან ერთად 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა.

 

დინამო თბილისი მადლობას უხდის დავით კობოურს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024