• Geo
  • Eng
31.01.2024
საბა ხვადაგიანი კარიერას ისრაელში გააგრძელებს
დინამო თბილისსა და მაქაბი ნეთანიას შორის საბა ხვადაგიანის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის ახალგაზრდა მცველი კარიერას ისრაელის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში მაქაბი ლიგათ ჰა'ალში მეექვსე ადგილს იკავებს.
 
საბა ხვადაგიანი დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. ხვადაგიანმა თბილისური კლუბის პირველ გუნდში 90 მატჩი გამართა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე პერიოდში ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ყველას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზა.
 
საბა ხვადაგიანი დინამო თბილისთან ერთად ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ კი ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა.
 
დინამო თბილისი მადლობას უხდის საბა ხვადაგიანს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024