• Geo
  • Eng
28.01.2024
დინამო და JAKO სამი წლით

დინამო თბილისი მოახლოებულ სეზონს ახალი ტექნიკური პარტნიორით ხვდება. დედაქალაქურ გუნდსა და გერმანულ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია Puma-ს შორის თანამშრომლობა დასრულდა. ახალი სეზონიდან კი, თბილისურ კლუბს ასევე გერმანული Jako შემოსავს.

 

მხარეებს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება დინამოს პირველ, მეორე და 19-წლამდე გუნდებს მოიცავს.

 

Jako-სთან ჩვენი კლუბი წარსულშიც თანამშრომლობდა. დინამო თბილისი აღნიშნული კომპანიის სპორტული ეკიპირებით 2001-2009 წლებში ასპარეზობდა.

 

გერმანული სპორტული ბრენდი ისეთი კლუბების პარტნიორია როგორიცაა - მაინცი, შტუტგარტი, როიალ ანტვერპენი და ა.შ

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024