• Geo
  • Eng
25.01.2024
სპარინგი თელავთან

25 იანვარს დინამო არენაზე დინამოელებმა კიდევ ერთი სპარინგი გამართეს, რომელშიც თელავს უმასპინძლეს.

 

შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა. პირველი ნახევრის შუაში ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი სტუმრებმა სხვაობა აღადგინეს. საბოლოო შედეგი შეხვედრის ბოლოს დაფიქსირდა, გოლი ტატო ჟივიძის გაიტანა. თბილისელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმში ნიგერიელმა სანდეი ჰარუნამ ითამაშა.

 

დედაქალაქელები შეკრების პირველ ეტაპს ასრულებენ და 27 იავრიდან გეზს თურქეთისკენ აიღებენ. ანდრეს კარასკოს გუნდი თურქულ შეკრებაზე 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

 

დინამო: ლორია, მაისურაძე, სალუქვაძე, კობოური, ლოპესი, ოსიყმაშვილი, აფციაური, ტრევისი, კვერენჩხილაძე, ხარებაშვილი, სხირტლაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: ბერუაშვილი, ლომინაძე, გვასალია, ჰარუნა, ლომთაძე, მეფარიშვილი, რომანოვსკი, უგრეხელიძე, ბერელიძე, სალია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024