• Geo
  • Eng
23.01.2024
დანიელ რომანოვსკი დინამოელია
ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი - დანიელ რომანოვსკი დინამოში ითამაშებს. ჩვენს კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. 
 
დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის ჟალგირისის აღზრდილია და იმავე კლუბში 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს შტუმბრასის, კაუნასის ჟალგირისის, დონეცკის ოლიმპიკის და ბანგას ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ შიაულიაის ფორმით გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, დანიელ რომანოვსკის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული.
 
დანიელ რომანოვსკი ლიეტუვის ორგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელია. მას ასევე ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024