• Geo
  • Eng
23.01.2024
ზაურ სვანაძე 66

დღეს ჩვენი გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველის და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის – ზაურ სვანაძ იუბილეა. გამორჩეულ ფეხბურთელს 66 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1981-დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 343 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. არის სსრკ–ს 1981 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. დინამოელები ვულოცავთ ზაურ სვანაძეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ იუბილარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024