• Geo
  • Eng
21.01.2024
კამარა კარიერას ასტანაში გააგრძელებს

დინამო თბილისსა და ასტანას შორის უსმანე კამარას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 25 წლის გარემარბი კარიერას ყაზახურ კლუბში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის კამარას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.

 

უსმანე კამარა დინამოს ღირსებას 2022 წლიდან იცავდა. დედაქალაქურ გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი. დინამოს ფორმით გვინეელმა ფეხბურთელმა მთლიანობაში 85 მატჩი გამართა, გაიტანა 26 გოლი და გააკეთა 19 საგოლე გადაცემა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024