• Geo
  • Eng
20.01.2024
სპარინგი ლოკომოტივთან

20 იანვარს დინამო არენაზე დინამოელებმა ამ წლის პირველი სპარინგ მატჩი გამართეს, რომელშიც ლოკომოტივს უმასპინძლეს.

შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0-2 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მეორე ნახევარში დინამოელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, ორჯერ ბურთი ლოკომოტივის კარის ძელსაც მოხვდა, თუმცა გოლი არ გასულა.

დინამოელთა შემადგენლობაში სინჯებზე მყოფმა ესპანელმა შემტევმა მარიო ვილამ ითამაშა. თბილისური კლუბის შემადგენლობაში ასევე იასპარეზა უგანდის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა - ტრევის მუტიაბამ.

თურქულ შეკრებამდე ანდრეს კარასკოს გუნდი კიდევ ერთ სპარინგს 25 იანვარს - თელავთან ჩაატარებს.

დინამო: ლორია, მაისურაძე, ხვადაგიანი, მეფარიშვილი, კობოური, ცხოვრებაშვილი, აფციაური, ტრევისი, მარიო, იობაშვილი, გვიშიანი

მეორე ტაიმში შევიდნენ: მაქაცარია, უგრეხელიძე, ბუბუტეიშვილი, გოგნაძე, ლომინაძე, კალანდაძე, სიხარულაშვილი, სალუქვაძე, ბერელიძე, ლოპესი, ბარათელია, სალია, კვერენჩხილაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024