• Geo
  • Eng
19.01.2024
ანზორ მექვაბიშვილი კარიერას კრაიოვაში გააგრძელებს

დინამო თბილისსა და რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვას შორის ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 22 წლის ვიცე კაპიტანი კარიერად რუმინულ კლუბში გააგრძელებს. კრაიოვა რუმინეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე ადგილზეა.

 

ანზორ მექვაბიშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და დედაქალაქურ კლუბში 2013 წლიდან იმყოფებოდა. ყველა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დინამოს პირველი გუნდის ფორმით მთლიანობაში 113 მატჩი გამართა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მექვაბიშვილი დინამო თბილისთან ერთად ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ანზორ მექვაბიშვილს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024