• Geo
  • Eng
17.01.2024
დინამოს ბარნს ოსეი დაემშვიდობა

29 წლის განელ ნახევარმცველს ბარნს ოსეის დინამოსთან კონტრაქტი დაუსრულდა და კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს. შემტევი ნახევარმცველი ქვეყნის ჩემპიონის - ასტანას ღირსებას დაიცავს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ოსეის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.

 

ბარნს ოსეი დინამოს ღირსებას 2021 წლის ივლისიდან იცავდა. დედაქალაქურ გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი. დინამოს ფორმით განელმა ფეხბურთელმა მთლიანობაში 81 მატჩი გამართა და 11 გოლი გაიტანა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024