• Geo
  • Eng
08.01.2024
დინამო თბილისი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

დინამო თბილისი რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.

 

სეზონის განახლებამდე გუნდში არაერთი სიახლე იქნება, თუმცა მანამდე გვინდა რამდენიმე ფეხბურთელს დავემშვიდობოთ.

 

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს დინამოსთან არსებული კონტრაქტი ამოეწურათ. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და შესაბამისად ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა.

 

დინამო თბილისი თითოეულ მოთამაშეს მადლობას უხდის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024