• Geo
  • Eng
02.12.2023
გამარჯვება, ბომბარდირი და დებიუტანტები

დღეს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა.

 

შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით და მათივე გამარჯვებით 0-3 დასრულდა. პირველმა ნახევარმა სტუმართა არაერთი მცდელობის მიუხედავად უგოლოდ ჩაიარა. ანგარიში კი მატჩის 52-ე წუთზე დინამოელთა კაპიტანმა ერთი შეხებით და ზუსტი დარტყმით გახსნა. 66-ე წუთზე დინამოელთა სერბმა შემტევმა ზორან მარუშიჩმა სეზონში მე-17 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირთა სიასაც შეუერთდა. ამის შემდეგ დინამოელტა რიგებში ჯერ შოთა კვერენჩხილაძე გამოჩნდა, შემდეგ კი ნიკა სიხარულაშვილი. ორივესთვის ეს მატჩი სადებიუტო გამოდგა დინამოს პირველი გუნდის ფორმით. შეხვედრას კი საბოლოო წერტილი ასევე ახალგაზრდულ კომბინაციას მოჰყვა. ვახო სალიას გადაცემით გოლი ნიკა უგრეხელიძემ გაიტანა 0-3.

 

ამრიგად დინამოელებმა 71 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს. მოიპოვეს კონფერენციის ლიგის საგზური და 93 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის რეკორდიც დაამყარეს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024