• Geo
  • Eng
10.11.2023
დინამომ შუქურას 4-2 მოუგო

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ შუქურას უმასპინძლა.

 

შეხვედრა დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს. მე-4 წუთზე უსმანე კამარას გადაცემით დავით სხირტლაძემ შედეგიანად ისარგებლა 1-0. მომდევნო შეტევაში ლაშა ოდიშარიას ოდნავ დააკლდა, მისი დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. საპასუხოდ ქობულეთელებმა მე-10 წუთზე კუთხური მოაწოდეს, გიორგი გოგოლაშვილმა კი ზუსტი თავურით სხვაობა აღადგინა 1-1. შუქურას კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ დავით კერესელიძემ მაღალ დონეზე ითამაშა და თბილისელთა კარი გადაარჩინა. დინამომ გააგრძელა შეტევაში თამაში და 28-ე წუთზე მეორედ დაწინაურდა. კაპიტნის საგოლე პასი და უსმანე კამარას გოლი 2-1. მანამდე კი გიორგი მაისურაძის შორეული და ზუსტი გადაცემაა აღსანიშნავი. პირველი ტაიმის ბოლოს საბა ხვადაგიანის შედეგიანი თამაში და დინამო 3-1 დაწინაურდა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში, 52-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს. გოლი გია აფხაზავას ანგარიშზეა 3-2. დინამო უტევდა, თუმცა კინაღამ საკუთარ კარში მიიღო გოლი. რიკოშეტის შემდეგ ბურთმა დინამოს კარის დაუცველ კუთხეს სანტიმეტრებში ჩაუარა. დინამოს ბოლოსკენ ორჯერ შეეძლო გატანა. პირველ შემთხვევაში ზორან მარუშჩის თავზე გადაგდებული გიორგი აბრამიშვილმა მოიგერია, მეორედ კი უსმანე კამარამ ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გაარტყა. ზორან მარუშიჩმა მაინც გამოიყენა თავისი შანსი და ბოლო წუთზე, ბურთის თავზე გადაგდების მეორე მცდელობა შედეგიანი გამოდგა 4-2.

 

მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 24 ნოემბერს გამართავს. ქართულ დერბის ქუთაისი უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024