• Geo
  • Eng
08.11.2023
19 წლამდელთა ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

დღეს ბენდელას სტადიონზე 19 წლამდელთა ოქროს ლიგის მიმდინარე გათამაშების ცენტრალური და მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა. ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ოქროს მედლების მაძიებელ დინამოს, მთავარი კონკურენტი საბურთალო დაუხვდა.

 

ბოლო წლების ტრადიციული დაპირისპირება, ტრადიციულად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თავიდან სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს, ისინი დინამოელებს 3 ქულით ჩამორჩებოდნენ და უკან დასახევი გზაც აღარ ჰქონდათ. ლურჯ-თეთრებმა პირველ ზეწოლას გაუძლეს და სათამაშო სცენარიც შეცვალეს. ჯერ მათე საურის გრძელ გადაცემას საბურთალოს საჯარიმოში დინამოელზე წესების დარღვევა მოჰყვა, პენალტი კი ზუსტად ჯადული იობაშვილმა დაარტყა. შემდეგ კი ტაიმის ბოლოსკენ შეხვედრის მშვენება გოლი - გიორგი მეფარიშვილის გასროლა მოედნის ცენტრიდან და ბურთი საბურთალოს კარის ცხრიანში 0-2. მეორე ტაიმზე დინამო კომფორტული სხვაობით გავიდა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ვალერი გაგუას გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვა.

 

დინამომ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 61 ქულა დააგროვა და ოქროს მედლებს მიუახლოვდა. მოქმედ ჩემპიონს ტიტულის შესანარჩუნებლად დარჩენილ ორ ტურში (იმ შემთხვევაში თუ საბურთალო ორივე მატჩს მოიგებს) ერთი ქულაც ხელს აძლევს. 26 ნოემბერს თბილისელები ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოს შეხვდებიან, ხოლო ბოლო ტურში 4 დეკემბერს, დინამო ლოკომოტივს უმასპინძლებს.

 

U19 საბურთალო 0-2 დინამო

 

დინამო: საური, გრიგალავა, მეფარიშვილი, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე, გ. ცეცხლაძე, ნ. ცეცხლაძე, ბერელიძე, ფეიქრიშვილი, შეროზია, იობაშვილი

სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, წულაია, ფრიდონიშვილი, მაშავა, ბუბუტეიშვილი, ოდიკაძე, სალია

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024