• Geo
  • Eng
04.11.2023
დინამომ თელავს დიდი ანგარიშით მოუგო

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა თელავს უმასპინძლეს.

 

მატჩი დედაქალაქური გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4-0 დასრულდა. ანგარიში დებიუტშივე უსმანე კამარამ გახსნა, მეორე გოლი კი დინამოელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს. შედეგიანად გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა. ამის გარდა თბილისელებს არაერთი ხელსაყრელი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. მცირედით სტუმრებმაც გაიბრძოლეს, ერთხელ ხარიხასაც მოხვდა ბურთი, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ზორან მარუშიჩმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. სერბმა ფორვარდმა შეხვედრის ბოლო ათ წუთში დუბლი მიითვალა და დინამომ დიდი ანგარიშით იმარჯვა.

 

შემდეგ მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი ისევ დინამო არენაზე გამართავს. 10 ნოემბერს თბილისელები ქობულეთის შუქურას უმასპინძლებენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024