• Geo
  • Eng
03.11.2023
ქართული ფეხბურთის ლეგენდა 98 წლისაა

კომპანია “აჭარაბეთი“ რომელიც საქართველოში სპორტის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია განსაკუთრებულად ულოცავს ქართული ფეხბურთის ლეგენდას ისტორიულ თარიღს და 98 წლის იუბილეს. „აჭარაბეთმა“, რომელიც საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის გენერალური სპონსორია, გადაწყვიტა დინამოსთვის და მისი გულშემატკრებისთვის საჩუქარი გაეკეთებინა.

ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის - ვაჟა აზარაშვილის მიერ შექმნილ სიმღერაზე „დინამო - დინამო“, მუსიკოსმა ნიაზ დიასამიძემ სპეციალურად ამ დღისთვის სიმღერის ახლებური ვერსია შეასრულა და ნიაზთან ერთად სიმღერას, დინამოს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ასრულებენ. სიმღერასთან ერთად შეიქმნა ვიდეო რგოლიც :  https://fb.watch/o4pva-bJhN/

 

 

  • - აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ყველა იმ ადამიანის დაფასება ვინც ქართული სპორტი შექმნა და აქამდე მოიტანა. კომპანიის გუნდი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს როგორც პროფესიონალ, ასევე ახლი თაობის სპორტსმენებს, განვითარებაში. ამასთან აღვნიშნოთ ყველა იმ ადამიანის წვლილი ვინც მონაწილეობა მიიღო ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ეს კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება. კიდევ ერთხელ მთელი „აჭარაბეთის“ სახელით მინდა მივულოცო დინამო თბილისს და მისი ყველა თაობის წარმომადგენელს ეს მნიშვნელოვანი დღე. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, სწორედ ასეთი ფორმით მილოცვა და ყველასთვის საყვარელი საფეხბურთო ჰიმნის ახალი ვერსიის წარდგენა. მჯერა, გულშემატკივარი შეიყვარებს მას, ვიდეო რგოლი კი ისტორიას დარჩება. - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინი გუჯაბიძემ.
  • - დინამო თბილისის მდიდარი ისტორია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ეს წარსული ხდის ჩვენს კლუბს განსაკუთრებულს. აქედან გამომდინარე, ძალიან სასიამოვნოა, რომ 98 წლის იუბილეს ასეთ სასიამოვნო გარემოში აღვნიშნავთ. განახლებული ჰიმნი უდავოდ მაღალი ხარისხის პროდუქტია, რომელიც თავიდან აღვიძებს იმ ემოციებს, რომელთანაც დინამოა დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს „აჭარაბეთს“, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი არ შედგებოდა. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება. - განაცხადა დინამო თბილისის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ.

 

დინამო თბილისი 1925 წლის შემოდგომაზე დაარსდა. დინამო თბილისის ტიტულები ათვლას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იწყებს და დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში გრძელდება.

კლუბის უდიდესი მიღწევა - 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება გახდა. 13 მაისს დიუსელდორფში, ამ ტურნირის ფინალში, „დინამომ“ აღმოსავლეთ გერმანული „კარლ ცეის იენას“ წინააღმდეგ ანგარიშით 2-1 იმარჯვა.

 

ვიდეოს კრედიტები:

„დინამო" - ნიაზ დიასამიძე 33ა

ავტორი - ვაჟა აზარაშვილი
ტექსტის ავტორი - მორის ფოცხიშვილი

 

კლიპში მონაწილეობენ:

ვლადიმერ გუცაევი

ოთარ გაბელია

რევაზ ძოძუაშვილი

ნუკრი კაკილაშვილი

გელა კეტაშვილი

გიორგი თავაძე

ზორბეგ ებრალიძე

ვახტანგ ქორიძე

ვაჟა ჟვანია

შოთა არველაძე

აჩი არველაძე

რეზი არველაძე

დინამო თბილისის სრული შემადგენლობა

რეჟისორი- გიორგი მეშელიანი

დამდგმელი რეჟისორი - სანდრო დარახველიძე

სააგენტო Betterfly

ფროდაქშენ სერვის კომპანია  Metro Production

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024