• Geo
  • Eng
03.11.2023
ურთიერთშეხვედრები თელავთან

შაბათს, 4 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში დინამო თელავს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.

 

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვთ. სულ 13-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისელები და თელაველები. 6 მატჩი დინამომ მოიგო, 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 25/11 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

 

2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. 2022 წლის 10 აპრილს ეს გუნდები თელავში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 1-1 დაცილდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა. 25 მაისს დინამო არენაზე დედაქალაქელებმა 3-2 მოიგეს. ვაჟა ფაცაციას ავტოგოლს ორი გოლი თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ მიამატეს. 5 სექტემბერს თელავში ჩატარებული შეხვედრა დინამომ იმრან ულად ომარის და თორნიკე კირკიტაძის გოლებით 2-1 მოიგო. 10 ნოემბერს ასევე იმრანის გოლი და დინამო არენაზე გამართული შეხვედრა 1-1 მორჩა. 2023 წლის პირველი დაპირისპირება, რომელიც 18 მარტს თელავში გაიმართა საყაიმო ანგარიშით 2-2 დასრულდა. გოლები მასპინძლებს გაბრიელ სიგუამ და უსმანე კამარამ გაუტანეს. მეორე წრის შეხვედრა გორში გაიმართა და ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. დედაქალაქელებმა მეტოქეს 6-1 აჯობეს. სხვაობაც რეკორდულია და გატანილი გოლების რაოდენობაც. შეხვედრაში გოლები იმრან ულად ომარმა, უსმანე კამარამ, გიორგი მაისურაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა, ალექსანდრე კალანდაძემ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. ბოლოს 25 აგვისტოს ვეთამაშეთ ჩვენს ოპონენტს თელავში და პირველი წრის მატჩის დარად 2-2 დავცილდით. გოლები გიორგი ხარაიშვილის და მუსა სანგარეს ანგარიშზეა.


 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024