• Geo
  • Eng
31.10.2023
დინამო ფინალში ვალენსიას შეხვდება

დღეს ბათუმის თასზე ნახევარფინალური მატჩი გაიმიართა, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და ტორპედო ქუთაისი დაუპირისპირდნენ. დედაქალაქელებმა საერთაშორისო ტურნირის ეგიდით გამართული ქართული დერბი საკუთარი სათამაშო უპირატესობით წარმართეს და ტორპედო დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს. გოლები ქუთაისელთა კარში მათე შათირიშვილმა, შოთა დიაკონიძემ, ავთო გიორგაძემ და გიორგი ლომიძემ გაიტანეს.

 

მეორე ნახევარფინალში ვალენსიამ სფფ-ს აკადემიას 1-0 მოუგო და სწორედ ესპანელებთან პაექრობაში გაარკვევენ დინამოელები ბათუმის თასის მფლობელის ვინაობას. ფინალი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ზურა ელიავას გუნდმა აზ ალკმაარი 2-1 დაამარცხა, სფფ-ს აკადემიას 2-0 მოუგო და იმავე ანგარიშით აჯობა მარსელის ოლიმპიკს.

 

U15 დინამო: დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი გონგაძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკა ბაქრაძე, ლუკა ციკოლია, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, ანდრია ეკუტიძე, ალბერტ მადოიანი, ნიკა სილაკაძე, ნიკა გოლავა, ავთო გიორგაძე, ლუკა ჯაბუა, ნიკა ადუაშვილი, საბა კვირკველია და გიორგი სამხარაძე.

მწვრთნელი - ზურაბ ელიავა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024