• Geo
  • Eng
28.10.2023
დინამომ ბათუმის თასი ალკმაართან გამარჯვებით გახსნა

დღეს ბათუმში 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი. ჯგუფში პირველი შეხვედრა დინამო თბილისმაც გამართა. დედაქალაქელები აზ ალკმაარს დაუპირისპირდნენ და 2-1 დაამარცხეს ნიდერლანდელი მეტოქე. გოლები შოთა დიაკონიძემ და საბა ხარებაშვილმა გაიტანეს.

 

ჩვენს ჯგუფში დღესვე მარსელის ოლიმპიკისა და სფფ-ს აკადემიის მატჩი 1-1 დასრულდა, ხვალ კი ზურა ელიავას გუნდი სწორედ სფფ-ს აკადემიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო პლეი ოფის საგზურს დაიბევებს.

 

U15 დინამო: დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი გონგაძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკა ბაქრაძე, ლუკა ციკოლია, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, ანდრია ეკუტიძე, ალბერტ მადოიანი, ნიკა სილაკაძე, ნიკა გოლავა, ავთო გიორგაძე, ლუკა ჯაბუა, ნიკა ადუაშვილი, საბა კვირკველია და გიორგი სამხარაძე.

მწვრთნელი - ზურაბ ელიავა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024