• Geo
  • Eng
26.10.2023
გარდაიცვალა მევლუდ მიმინოშვილი

81 წლის ასაკში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი - მევლუდ მიმინოშვილი გარდაიცვალა. მევლუდ მიმინოშვილი საერთაშორისო არენაზე ქართველ მსაჯთაგან ყველაზე მეტჯერ გახლდათ წარდგენილი. ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები, ევროთასები, შიდა ჩემპიონატი, თასის გათამაშება და სპარტაკიადები. მანვე იმსაჯა ისტორიულ, საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში.

დინამო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024