• Geo
  • Eng
21.10.2023
დინამო 0-1 გაგრა

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა. დედაქალაქელებმა გაგრას უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ.

 

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ დინამოს არაერთი მწვავე და სახიფათო შეტევა იხილა სტადიონზე მოსეულმა გულშემატკივარმა, თუმცა ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. სტუმრებმა გოლი 32-ე წუთზე, მასპინძელთა შეცდომით და საბა მამაცაშვილის შედეგიანი დარტყმით გაიტანეს. დინამოელებს განსაკუთრებით მეორე ტაიმში მართებდათ გოლის გატანა, მაგრამ არაერთი საგოლე შეტევა უშედეგო გამოდგა. გაგრა კი კონტრშეტევებზე თამაშობდა და მეორე ტიმის შუაში თბილისელთა კარის ხარიხასაც გაარტყეს ბურთი. აღსანიშნავია, რომ დინამოელთა რიგებში მატჩის 77-ე წუთზე ვატო არველაძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე უსმანე კამარას ნაცვლად გამოჩნდა. საბოლოოდ არაფერი შეცვლილა და მატჩი 0-1 დასრულდა.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 25 ოქტომბერს ზესტაფონში გამართავს. დინამო საქართველოს თასის ¼ ფინალში წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024