• Geo
  • Eng
08.10.2023
მეორე ადგილი ვილნიუსში დასრულებულ ატეიტის თასზე

დინამო თბილისის 12 წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში დასრულებულ ატეიტის თასის გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

 

შეჯიბრი 6 ოქტომბრიდან დაიწყო და მასში 10 გუნდი მონაწილეობდა. თბილისელები B ჯგუფში რუმინულ დაჩიას, ლატვიურ დაუგავპილსს, ლიეტუვურ ჟალგირისსა და ასევე მასპინძელთა ბალტიოშს ეთამაშნენ. A ჯგუფში კი ტურინის იუვენტუსი, ესტონური ტალინი, ლიეტუვური კლაიპედა, ლატვიური ვენტსპილსი და რიგა ასპარეზობდნენ.

 

პირველ სათამაშო დღეს დინამოელებმა კაუნასის ჟალგირისს ირაკლი ბერიანიძის გოლით 1-0 აჯობეს, დაუგავპილსთან კი 1-1 დაზავდნენ. ლატვიელებს გოლი დემეტრე ბაკურიამ გაუტანა. მეორე დღეს ჩვენი გუნდი დაჩიასთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა, ხოლო ბალტიოშს დინამომ ნიკოლოზ თურმანიძს გოლით იმავე ანგარიშით აჯობა და ტურნირის ნახევარფინალის საგზურიც მიიღო. ნახევარფინალში თბილისელებმა რიგას 1-0 მოუგეს, თავი კი ნიკოლოზ ჩომახიძემ გამოიჩინა. გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი გუნდი კლაიპედას შეხვდა. ფინალში დინამო ნიკოლოზ ჩომახიძის გოლით დაწინაურდა და აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის მანძილზე ლურჯ-თეთრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს, კლაიპედამ კი ბოლო წუთებზე საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა, მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანა და საბოლოოდ იმარჯვა. ამრიგად დინამომ ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

 

დინამო U12: საბა ბასარია, ნიკოლოზ კაჭახიძე, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, საბა კედელაშვილი, დემეტრე ფანცულაია, ნიკა ბობოხიძე, ზურა აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ თურმანიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკოლოზ ჩომახიძე, ლუკა რაზმაძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, გიგა მორჩაძე, ნიკოლოზ ჭუმბაძე და ირაკლი ბერიანიძე.

გუნდის მთავარი მწვრთნელი - მიხეილ ზაბახიძე

 

ფოტო (c) AteitisCUP

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024