• Geo
  • Eng
16.08.2023
ვატო არველაძე დინამოში ითამაშებს
ვატო არველაძე კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი ბოლო კლუბი ბაქოს ნეფთჩი გახლდათ. 
 
აზერბაიჯანულ კლუბამდე არველაძეს თბილისის ლოკომოტივში, პოლონური კორონასა და თურქული კარაგუმრუკში უთამაშია. იგი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. ეროვნულ ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს გამართული და ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება.
 
მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, ხელშეკრულება თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც მოიცავს. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024