• Geo
  • Eng
29.06.2023
გიორგი ლორია დინამოში დაბრუნდა

დინამო თბილისში გიორგი ლორია დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა თავის მშობლიუ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

გიორგი ლორია დინამოს აღზრდილია და დედაქალაქურ გუნდში 2006 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა, რა დროსაც 224 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

გიორგი ლორიამ დინამოს შემდეგ ბერძნულ ოფიში და ოლიმპიაკოსში, კრილია სოვეტოვსა და ანჟიში, გერმანულ მაგდებურგში და კვიპროსულ ანორთოსისში ასპარეზობდა. ეროვნულ ნაკრებში კი გოლკიპერმა 77 მატჩი ჩაატარა.

 

გიორგი ლორია დინამოში 17 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024