• Geo
  • Eng
03.06.2023
დინამო - სამტრედია | ურთიერთშეხვედრები

5 ივნისს თბილისში ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო სამტრედიას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.

 

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 49 მატჩს ითვლის. 49 ჩატარებული შეხვედრიდან დინამომ 37 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 6 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 6 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 119/29 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ექვსჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6-0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7-2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს ამ გუნდების შეხვედრა 5-0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011-ში დინამომ 7-1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა.

 

ყველაზე მეტჯერ ურთიერთდაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1-0 (სულ ცხრაჯერ) 6 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და სამიც სამტრედიამ. ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2023 წლის 30 აპრილს სამტრედიაში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. დუბლი იმერელთა კარში ზორან მარუშიჩის ანგარიშზეა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024