• Geo
  • Eng
26.05.2023
12 წლამდე დინამო მომავლის თასის მეოთხედფინლშია

ნიუ ვიჟენის საფეხბურთო მოედანზე 12 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი მომავლის თასი 2023 მიმდინარეობს.

 

გათამაშებაში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას, დინამოელები კი მიხეილ ზაბახიძის ხელმძღვანელობით C ჯგუფში ზესტაფონთან, გლდანთან და ინტერის ლურჯ გუნდთან ერთად განაწესეს.

 

პირველ შეხვედრაში დინამო ინტერს შეხვდა და ექვსი უპასუხო გოლით მოუგო მეტოქეს. გოლები ზუკა აბრამიშვილმა, ნიკა თურმანიძემ, დემეტრე ბაკურიამ, დემეტრე ჯანაშიამ, ნიკა ჭუმბაძემ და ირაკლი ბერიანიძემ გაიტანეს. მეორე მატჩი დედაქალაქელებსა და ზესტაფონს შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გლდანთან დინამოელებმა პირველი მატჩის დარად 6-0 მოიგეს. ზუკა აბრამიშვილის დუბლს თითო გოლი გიორგი ჩიქობავამ, ლუკა რაზმაძემ, ლუკა ზაალიშვილმა და გაბრიელ იმესაშვილმა მიამატეს.

 

ამ მოგებით დინამოელებმა ტურნირის მეოთხედფინალის საგზური მიიღეს და ხვალ, გათამაშების ¼ ფინალში სამტრედიას დაუპირისპირდებიან.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას და ტურნირში მონაწილე გუნდების სიას.

 

U12 დინამო: ირაკლი მაღლაფერიძე, ნიკა ცეცხლაძე, დემეტრე ფანცულაია, მათე ეთერია, როლანდ ლომიძე, ნიკა ბობოხიძე, ზუკა აბრამიშვილი, ლუკა ზაალიშვილი, საბა კედელაშვილი, ვაკო სადილიანი, ნიკა თურმანიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკა ყულიაშვილი, გიორგი ჩიქობავა, ლუკა რაზმაძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ნიკა ჭუმბაძე და ირაკლი ბერიანიძე.

 

ჯგუფი A: სელერო, ვიკინგები, ვაზისუბანი, კოლხეთი ფოთი

ჯგუფი B: ჩემპიონი, ინტერი შავი, ავაზა, საბურთალო

ჯგუფი C: დინამო, ინტერი ლურჯი, ზესტაფონი, გლდანი

ჯგუფი D: სამტრედია, დიღომი, ლოკომოტივი, გორი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024