• Geo
  • Eng
21.04.2023
19 წლამდელებმა ტორპედოს აჯობეს

19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამოელებმა მეექვსე ტურის მატჩი ტორპედოსთან გამართეს და აკადემიის მოედანზე 3-1 დაამარცხეს ქუთაისელები. გოლები ტორპედოს ფეიქრიშვილმა, ბერელიძემ და ფრიდონიშვილმა გაუტანეს. ვალერი გაგუას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 14 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

 

მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდა დინამოელები 29 აპრილს მარტვილში, ადგილობრივ მერანთან გამართავენ.

 

U19 დინამო 3-1 ტორპედო

 

U19 დინამო: იობაშვილი, გრიგალავა, გობეშია, ახალკაცი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე ნ, ფეიქრიშვილი, წულაია, თოდუა, ფრიდონიშვილი, სამუშია

 

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, სადღობელაშვილი, მეფარიშვილი, ხარჩილავა, ცეცხლაძე გ, ბერელიძე, ბუბუტეიშვილი, შეროზია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024