• Geo
  • Eng
06.03.2023
ფუტსალის ლიგა 3 | დინამო თბილისმა რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა
დინამო თბილისმა ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა (შვიდი მოგება, ერთი ფრე) და პლეი-ოფში თამაშის უფლება პირველი ადგილით მოიპოვა. ბოლო შეხვედრაში ლურჯ-თეთრები ჯიპას დაუპირისპირდნენ, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ - 4:4 დასრულდა. დინამოელთა მხრიდან დუბლი დადუ დადუნაშვილის ანგრიშზეა, თითო გოლი კი, კახა მაღლაკელიძემ და გიგა ლაგაზაშვილმა გაიტანეს. 
 
უკვე ცნობილია დინამოს მეტოქე პლეი-ოფის მეოთხედფინალში, ჩვენი გუნდი სელეროს დაუპირისპირდება. სელერომ რეგულარული სეზონი ერთი მოგებითა და შვიდი მარცხით, მერვე ადგილზე დაასრულა. პირველი მატჩი 18 მარტს გაიმართება, ნახევარფინალისთვის ბრძოლა ორ მოგებამდე გაგრძელდება. 
 
ფუტსალის ლიგა 2-ის საგზურს ორი ფინალისტი მოიპოვებს, ლიგა 3-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა კი, სამ მოგებამდე გაგრძელდება. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024