• Geo
  • Eng
05.03.2023
დინამო 2-მა თბილისური დერბი მოიგო

დღეს დინამოს აკადემიაში ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩში, დედაქალაქური დერბი შედგა. დინამოს მეორე შემადგენლობამ ლოკომოტივს უმასპინძლა და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ 3-1 დაამარცხა მეტოქე.

 

შეხვედრა, რომ საინტერესოდ და მაღალ რიტმში წარიმართებოდა, სათამაშო აფიშიდანაც ჩანდა. სათამაშო უპირატესობა მასპინძელტა მხარეს გახლდთ, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი ტაიმის ბოლოს თავი თორნიკე კურტანიძემ გამოიჩინა. მასპინძლებმა უმატეს შეტევებს და ერთი საათის თავზე წინ გავიდნენ. ჯერ ირაკლი იაკობიძემ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი ჯადული იობაშვილმა დააწინაურა დინამოელები. მატჩის 71-ე წუთზე ნიკა ქოქოსაძემ საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა და დინამო 2-მა ლოკომოტივს 3-1 აჯობა.

 

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 11 მარტს საგარეჯოში, ადგილობრივი გარეჯის წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024