• Geo
  • Eng
28.02.2023
მეორე გუნდმა მეორე ლიგა გამარჯვებით გახსნა

დღეს სტარტი აიღო ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებამ და პირველი ტურის მატჩი დინამოს მეორე შემადგენლობამაც ჩაატარა.

 

დინამო-2 სტუმრად სპაერს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი თორნიკე მორჩილაძემ, მეორე ტაიმის დებუიტში გაიტანა. გიორგი ჩხეტიანმა კუთხური საჯარიმოს მისადგომებთან ჩააწოდა, მორჩილაძემ ბურთი ზედ საჯარიმოს ხაზზე დაიმორჩილა და ტექნიკური დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 მარტს გამართავს. დინამოელები აკადემიის მოედანზე ლოკომოტივს მიიღებენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024