• Geo
  • Eng
23.02.2023
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

25 თებერვალს სტარტს აიღებს 35-ე ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. პირველი ტურის მატჩი გორში დილასთან, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19.00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 77-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 54 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 9 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 184/48 არის.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის 26-ე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ ჩვენს გუნდს პირველად 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0).

ბოლოს ეს გუნდები გორში 22 ოქტომბერს შეხვდნენ და ის სუპერ დრამატული მატჩი დინამომ 3-2 მოიგო. გოლები უსმანე კამარამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა და იმრან ულად ომარმა გაიტანეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024