• Geo
  • Eng
05.02.2023
დინამო 2-ის ფრე თურქულ შეკრებაზე

დღეს დინამოს მეორე შემადგენლობამ მორიგი სპარინგი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს მეტოქეობა დანიის პირველი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰვიდოვრემ გაუწია.

 

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თითო ტაიმში თითო გოლი გავიდა. ანგარიში დანიელებმა ანდრეას პინდტის გოლით გახსნეს, რასაც მეორე ტაიმში ნიკა ქოქოსაძის ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხეს თბილისელებმა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას კი დინამოელები ხვალ, სერბულ ჟელეზნიჩართან გამართავენ.

 

დინამო-2 1-1 ჰვიდოვრე

 

დინამო-2: დ. იობაშვილი, გოგოტიშვილი, ერაძე, იაკობიძე, გაბიტაშვილი, აფციაური, ჩხეტიანი, სიხარულაშვილი, პარკაძე, მორჩილაძე, ჯ. იობაშვილი

მეორე ტაიმში შევიდნენ: ჟივიძე, დათუაშვილი, გოგნაძე, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, ფაჩულია, ბარათელია, გეგიაძე, ღურწკაია, გოცირიძე, ქოქოსაძე

ჰვიდოვრე: ჯუკიჩი, სტენდერუპი, ოლსენი, პინდტი, სპელმანი, ტომსენი, ლინდბერგი, იაკობსენი,ილიაზოვსკი, კლაუსენი, კარლსენი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024