• Geo
  • Eng
17.01.2023
სუპერთასი ზაფხულში

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ახალი ფორმატი. 2023 წელს, გათამაშებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - მოქმედი ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. ახალი ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის ტორპედო დინამო ბათუმს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2023 წლის სუპერთასი ზაფხულში, ევროტურნირების მზადების ფარგლებში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე გაიმართება.

 

© gff.ge

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024