• Geo
  • Eng
16.01.2023
დინამო-2 მზადებას იწყებს

პირველი გუნდის დარად ახალი სეზონისთვის დინამოს მეორე შემადგენლობამაც დაიწყო მზადება. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა გასული წელი ეროვნული ლიგა 3-ში ტრიუმფით დაასრულა და ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.

 

დინამოელები 24 იანვრის ჩათვლით თბილისში მოემზადებიან. 24 იანვარს სამტრედიასთან ამხანაგურ მატჩსაც ითამაშებენ და მომდევნო დღეს გეზს თურქეთისკენ აიღებენ. დედაქალაქელები თურქულ შეკრებაზე 11 თებერვლამდე დარჩებიან და ადგილზე ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ. 2 თებერვალს დინამო-2 ყარაღანდის შახტიორს შეხვედბა, 6 თებერვალს კაკაშვილის გუნდს სპარინგ პარტნიორობას სერბული ჟელეზნიჩარი გაუწევს, ხოლო დარჩენილი ორი მეტოქე ახლო მომავალში გაირკვევა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024