11 იანვრიდან დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. დედაქალაქელები თურქულ ლარაში შეკრებას ორ ეტაპად გაივლიან. მზადების პირველ ნაწილში, რომელიც 11-დან 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება, თბილისელები 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
15 იანვარს დინამო უკრაინული პრემიერ ლიგის დნიპრო 1-ს შეხვდება, 18 იანვარს სპარინგ პარტნიორობას ბულგარული პლოვდივის ლოკომოტივი გაგვიწევს, ხოლო 22 იანვარს სერბეთის ჩემპიონ - ცრვენა ზვეზდას დავუპირისპირდებით.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მზადების მეორე ნაწილს 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გააგრძელებს, ამხანაგურ მატჩებში მეტოქეთა ვინაობას კი ახლო მომავალში გამცნობთ.