• Geo
  • Eng
25.11.2022
ფუტსალის ლიგა 3 | დინამო ტურნირში 27 ნოემბრიდან ჩაერთვება
ფუტსალის კლუბი დინამო თბილისი პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 25 ნოემბერს კი, სასტუმრო უინდემ გრანდ თბილისში ფუტსალი ლიგა 3-ის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.
 
ფუტსალის ლიგა 2-ის საგზურისთვის დინამოსთან ერთად შემდეგი კლუბები იბრძოლებელენ - რუსთავი, სელერო, სასკოლო ლიგის აკადემია, ქუთაისი 3, ჯიპა, სეუ და საქართველოს უნივერსიტეტი 2. ტურნირის რეგლამენტის თანახმად თითოეული გუნდის განაცხადის 51 პროცენტს, 19-წლამდე მოთამაშეები შეადგენენ.
 


გუნდები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც პლეი-ოფში განაგრძობენ ასპარეზობას. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს, ფინალი კი სამ მოგებამდე გაგრძელდება. საუკეთესო ორი კლუბი, მომდევნო სეზონიდან ფუტსალის ლიგა 2-ში განაგრძობს ასპარეზობას.
 
​წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 3-ში ასპარეზობას 27 ნოემბერს დაიწყებს, ჩვენი გუნდის მეტოქე სეუ იქნება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
 
დინამო თბილისის განაცხადი ფუტსალის ლიგა 3-ში:

მეკარეები: გიორგი ცხვედიანი, ლუკა გასიტაშვილი, თორნიკე ღურჭმულია

წინა ხაზი: ლაშა-გიორგი ობოლაძე, ლუკა ფერცულიანი, გიორგი ქავთარაძე, ლუკა ხაფოევი, კახა მაღლაკელიძე, თემურ ბოჭორიშვილი, ლუკა დიხამინჯია, თორნიკე მაჭავარიანი, საბა ელბაქიძე, ლაშა ჯიქია, ალექსანდრე მერზლიაკოვი

მთავარი მწვრთნელი: კახა მაისაია

მწვრთნელი: ბექა ტყემალაძე

მენეჯერი: გიორგი შანიძე
 
​მატჩების მსვლელობისა და სატურნირო მდგომარეობის ხილვა სააგენტო SBM-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2023