• Geo
  • Eng
24.11.2022
პირველი ადგილი ბოლო ტურის წინ

დინამოს მეორე შემადგენლობამ ეროვნული ლიგა 3-ის ბოლოსწინა ტური თბილისის ზღვის საფეხბურთო მოედანზე ჩაატარა. ჩვენს გუნდს მეტოქეობა თბილისი სიტიმ გაუწია, მატჩი კი მასპინძლებმა 4-1 მოიგეს. შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა რამდენიმე ტურის წინ ოფიციალურად გაიფორმეს ლიგა 2-ის საგზური და დარჩენილ შეხვედრაში ტურნირის მოგებასაც გეგმავენ, რისკენაც დღეს მორიგი ნაბიჯი გადადგეს.

 

შეხვედრის სტარტზევე ლუკა სალუქვაძის აქტიურობა და გადაცემა თორნიკე მორჩილაძემ ცხრიანში მოჭრილი დარტყმით დააგვირგვინა და გახსნა ანგარიში. 37-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით დავით რაჟამაშვილმა წონასწორობა აღადგინა და ტაიმიც ყაიმით მორჩა. მეორე ნახევარი 7 წუთის დაწყებული იყო რა დროსაც მარცხენა ფრთაზე ფირუზ გაბიტაშვილი გაიჭრა, საჯარიმოში ჩააწოდებული ბურთი ნიკა ქოქოსაძემ გაატარა, ლუკა პარკაძემ კი დასწრებაზე შედეგიანად ითამაშა და დინამო დააწინაურა 2-1. მატჩის 62-ე წუთზე ლუკა პარკაძის გადაცემა დავით რაჟამაშვილმა ჩაჭრა, ხოლო ბურთი სტუმართა კარში ჩაეშვა. შეხვედრის საფინალო ანგარიში 83-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძის გადაცემის შემდეგ ლუკა ბარათელიამ დააფიქსირა 4-1.

 

დინამომ ამ მოგებით 68 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. ბოლო ტურის მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 1 დეკემბერს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებს. დედაქალაქელები გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ლიგა 3-ის ოქროს მედლებს მოიპოვებენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022