• Geo
  • Eng
19.09.2022
ჯიმი ტაბიძე ტრავმირებულია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისის ვიცე-კაპიტანმა ჯიმი ტაბიძემ თავის არეში დაზიანება მიიღო. შემდგომი სამედიცინო კვლევებით ჩვენი გუნდის მცველს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
 
აღნიშნული ტრავმის გამო ტაბიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას გამოტოვებს და ეროვნულ გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრლატრის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. გამოცდილ მცველს, უახლოეს მატჩებში ბათუმის დინამოს წევრი გრიგოლ ჩაბრაძე ჩაანაცვლებს. 
 
​შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების განაცხადში კიდევ ერთი დინამოელია, ანზორ მექვაბიშვილი ვილი სანიოლის გუნდთან ერთად მზადებას 19 სექტემბრიდან დაიწყებს. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022