• Geo
  • Eng
25.08.2022
დინამო 2 დამარცხდა, თუმცა პირველი ადგილი შეინარჩუნა

ლიგა 3-ში მე-17 ტურის მატჩი გაიმართა. არაგვმა დინამოს მეორე შემადგენლობას მარაკანაზე უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მცირე რეალური საგოლე მომენტებით. ანგარიში შეხვედრის 32-ე წუთზე რევაზ გეწაძემ გახსნა. რამდენიმე წუთში ლუკა კუტალაძემ გიორგი ჩელებაძის ურთულესი დარტყმული მოიგერია, საპასუხოდ კი საბა ხვადაგიანის თავური მიხეილ მუჯრიშვილის კარის ხარიხამ უკუაგდო. მეორე ტაიმში დინამოელებმა კიდევ ერთხელ გაარტყეს ბურთი ხარიხას, ამჯერად შეცვლაზე შესული ნიკა ქოქოსაძე ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და მატჩიც 1-0 მორჩა. დინამოელები 17 ტურის შემდეგ დაგროვილი 36 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. მომდევნო მატჩს კი საფეხბურთო კლუბ გორთან 2 სექტემბერს, თბილისის ზღვაზე გამართავენ.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024