• Geo
  • Eng
25.07.2022
ანდრეს პრიეტომ და საიმონ ბენიომ დინამო დატოვეს
დინამო თბილისი ორმა ლეგიონერმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან კონტრაქტი გაწყდა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
 
ანდრეს პრიეტო დინამო თბილისს 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა, ამ პერიოდის განამვლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი დინამოს ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველმა დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.
 
დინამო თბილისი მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024