• Geo
  • Eng
27.06.2022
დინამო 2-ის მნიშვნელოვანი გამარჯვება

ეროვნული ლიგა 3-ში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობამ თბილისის ზღვის ბაზაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლა.

 

სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, გუნდებმა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს დაძაბული და სანახაობრივი მატჩი შესთავაზეს. ანგარიში პირველი ტაიმის 23-ე წუთზე ზურაბ ერაძემ გახსნა. ლაშა ოდიშარიამ მატჩის 54-ე წუთზე მეორედ აიღო სტუმართა კარი. ფოთელებმა 66-ე წუთზე ბექა გაბისკირიას გოლით მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. ბოლო წუთებში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა და დინამოელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 3 ივლისს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, თბილისი სიტისთან გამართავენ.

 

ფოტოამბავი

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024