• Geo
  • Eng
25.06.2022
დინამომ ტორპედო 5-1 დაამარცხა

დღეს დინამო არენაზე მორიგი ქრთული დერბი გაიმართა. დინამომ ტორპედოს ძლიერი წვიმის ფონზე უმასპინძლა.

 

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე, მე-4 წუთზე ნიკა მალიმ გადაცემით სტანისავ ბილენკი როინ კვასხვაძეს პირისპირ შეატოვა, უკრაინელმა ფორვარდმა ცივსისხლიანად ითამაშა და მასპინძლები დააწინაურა. დინამომ შეტევებს არ მოუკლო და მე-20 წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა ტორპედოს კარში, თუმცა თანამსაჯმა ოფსიდი დააფიქსირა ბილენკიზე, საპასუხოდ კი ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დედაქალაქელთა კარი ანდრეს პრიეტომ იხსნა. ცოტახანში უკვე როინ კვასხვაძემ გადაარჩინა სტუმართა კარი, ჩახვეული დარტყმით ცხრიანს გიორგი მოისწრაფიშვილი ემუქრებოდა. კვასხვაძემ მომდევნო ორ ეპიზოდშიც იხსნა თავისი კარი, ჯერ თორნიკე კირკიტაძეს აუღო დარტყმული და შემდეგ სტანისლავ ბილენკის. პირველი ნახევარი 1-0 მორჩა.

 

მეორე ტაიმი პირველის იდენტურად დაიწყო, ისევ ნიკა მალის გადაცემა და სტანისლავ ბილენკი თავურით დუბლს იფორმებს 2-0. ათიოდე წუთში თორნიკე კირკიტაძემ უძლიერესი დარტყმით ანგარიში სამამდე გაზარდა 3-0. მატჩის 65-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ლევან ოსიყმაშვილის გადაცემით მეკარესთან პირისპირ უსმანე კამარა გავიდა, დინამოს შემტევმა ცრუ მოძრაობით როინ კვასხვაძე ჩამოიტოვა და სტუმართა კარში მეოთხე გოლი შეაგდო. მატჩის 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დავით სხირტლაძემ მიჯრით მეორე შეხვედრაში გაიტანა და ანგარში 5-0 გახადა, საგოლე პასი კი ცოტახნისწინ დინამოში დაბრუნებულმა გიორგი ჩხეტიანმა მიიწერა თავის ანგარიშზე. მატჩის ბოლო წუთზე ლევან მჭედლიძემ ერთი ბურთი გაქვით და დინამომ საბოლოოდ 5-1 მოიგო.

 

შემდეგ შეხვედრას დინამო 29 ივნისს ბათუმში გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022