• Geo
  • Eng
24.06.2022
ქართული დერბი – ურთიერთშეხვედრები

25 ივნისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. მორიგი ქართული დერბი 21:00 საათზე დაიწყება.

  

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 83 მატჩიდან, 45-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 137/70 თბილისელთა სასარგებლოდაა.

 

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს.

 

ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე ორჯერ დაამარცხეს. 2013/2014 სეზონში, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა და იგივე ანგარიში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმეორა დედაქალაქურმა გუნდმა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ.

 

ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც ტაბლოზე 19-ჯერ დაფიქსირდა. ​

 

ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო, ანგარიშით 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა.

 

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი ქუთაისში 2022 წლის 29 აპრილს გაიმართა და დედაქალაქელთა ტექნიკური გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024