• Geo
  • Eng
15.06.2022
დინამოს მეორე გუნდმა ზესტაფონს მოუგო

ეროვნულ ლიგა 3-ში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა ზესტაფონს უმასპინძლეს. შეხვედრა დედაქალაქელთა უპირატესპბით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ანგარიში მატჩის 25-ე წუტზე ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ჯადული იობაშვილმა გახსნა. მეორე გოლი მეორე ტაიმის დებიუტში თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, ხოლო წერტილი შეხვედრას ბოლო წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დაუსვა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამ მოგებით 18 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე აინაცვლა. დინამოელებს ერთი თამაში გამოტოვებული აქვთ, ხოლო პირველადგილოსანთან 5 ქულა აშორებთ. შემდეგ მატჩს თბილისელები 19 ივნისს ბორჯომში ჩაატარებენ.

 

ოქმი და შემადგენლობა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022