• Geo
  • Eng
29.05.2022
ორი მოგება 17 წლამდე ლიგაში

დინამოელებმა 17 წლამდე ლიგაში მორიგი მატჩები გამართეს და ლიდერთან სხვაობა შეამცირეს.

 

დინამოს მეორე გუნდმა (16 წლამდელებმა) გათამაშების ლიდერს საბურთალოს უმასპინძლეს და 2-1 დაამარცხა მეტოქე. გოლები შაშიაშვლმა და ბუბუტეიშვილმა გაუტანეს საბურთალოს. რაც შეეხება დინამოს პირველ გუნდს (17 წლამდელები), ისინი ქუთაისს ესტუმრნენ და ცეცხლაძის გოლით ტორპედო 1-0 დაამარცხეს.

 

ვახო იაგორაშვილის გუნდმა გამარჯვებით 38 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. დინამოელებს ლიდერთან 8 ქულა აცილებთ და მარაგში +1 თამაში აქვთ დარჩენილი. მომდევნო მატჩს ლურჯ-თეთრები 6 ივნისს ავაზასთან გამართავენ. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ლიდერთან გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე აინაცვლა და მარაგში +2 თამაში დარჩა. სწორედ ერთ გამოტოვებულ მატჩს დინამოელები 1 ივნისს სფფ-ს აკადემიასთან ჩაატარებენ, შემდეგ ტურს კი 6 ივნისს, გასვლაზე მარტვილში სალხინოსთან ითამაშებენ.

 

დინამო-2  2-1  საბურთალო  

ტორპედო 0-1 დინამო

 

დინამო-2: საური, პატარკაციშვლი, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიაშვილი, ნაკაშიძე, თურქია, ბერელიძე, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, ოდიკაძე

სათადარიგო სკამი: შაშიაშვილი, ჩხარტიშვილი, მეფარიშვილი

 

დინამო: იობაშვილი, გოგიჩაიშვილი, გობეშია, ხარჩილავა, სურმავა, ფეიქრიშვილი, პარკაძე, ნ. ცეცხლაძე,  რობაქიძე, კარაევი, შეროზია

სათადარიგო სკამი: ალიბეგაშვილი, ჩიქოვანი, გ. ცეცხლაძე, გადილია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024