• Geo
  • Eng
21.05.2022
თბილისური დერბი მოგებულია

დინამოელებმა მორიგი დედაქალაქური დერბი საგურამოში გამართეს. მე-15 ტურის მატჩი თავიდან ბოლომდე ლურჯ-თეთრების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. სტუმრებს დებიუტშივე მართებდათ ანგარიშის გახსნა, მაგრამ უსმანე კამარას ჩაწოდებულს ვერც დისკვალიფიკაცია მოხდილი დმიტრი ანტილევსკი შეწვდა და ვერც ძირითადში გამწესებული თორნიკე კირკიტაძე. რამდენიმე წუთში ამ უკანასკნელის მწვავე პასი კამარამ ვერ შეირგო და ახლო მანძილიდან ააცილა მასპინძელთა კარს. სათამაშო უპირატესობა მთლიანას დინამოელთა მხარეს იყო, არაერთი მწვავე მომენტიც შექმნეს დინამოელებმა, თუმცა გოლი მხოლოდ პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე გაიტანეს. ლევან ხარაბაძის აქტიურობას ლოკომოტიველთა მხრიდან საჯარიმოში ხელით თამაში ,მოჰყვა, პენალტი კი ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა დაარტყა და ტაიმის მორჩა.

 

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, სტუმრები უმეტეს დროს შეტევაში ატარებდნენ, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს. შეხვედრის 65-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა მოედნის ცენტრში იაქტიურა, ბურთიანად წინ წაიწია და შორი მანძილიდან ზუსტად მიზანში გაისროლა 0-2. ამის მერე კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს დინამოელებმა, ბოლოსკენ ბარნს ოსეიმ ხარიხაც შეაზანზარა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და დინამომ ორი უპასუხო გოლით მოიგო. შემდეგ მატჩს კახა ცხადაძის გუნდი დინამო არენაზე 25 მაისს თელავთან ჩაატარებს.

 

შემადგენლობა და ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022